1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეისყიდონ მისგან „დედა ენის“ მეცამეტე გამოცემის 24000 ეგზემპლარი შემდეგი პირობების თანახმად: 1) დაბეჭდვის და ჰონორარის ფასად მისცენ მას 480 თუმანი და 2) ეს თანხა გადასცენ ნაწილ-ნაწილ, თუნდაც თვეში 10 თუმნის ოდენობით, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12171 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12171]; წვდომის თარიღი: 2019-11-20