ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12172

ფაქტი 12172

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე განიხილეს პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა მათთვის სიით წარმოდგენილი წიგნები იმ ფასად, რა ფასადაც თავად გამგეობას ჰქონდა აღებული სხვისგან და ასევე საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები ფასდაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა სტუდენტების თხოვნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12172; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .