1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ გადმოკეთებულ „ვეფხისტყაოსანს“, რომელსაც გამგეობა ბეჭდავს, უნდა დამატებოდა შემდეგი სურათები: თამარის დაგვირგვინება, საბოძვარის გაცემა, ტარიელი წყლის პირას, ტარიელისა და ავთანდილის გაცნობა და ა. შ. გამგეობამ მდივანს დაავალა ბეჭდვის დროს ჩაემატებინათ სურათები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12175 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12175]; წვდომის თარიღი: 2019-10-19