1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე განიხილეს გურია-სამგერელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლათა ზედამხედველის თედო ჟორდანიას თხოვნა, რომ დახმარებოდნენ ეპარქიის 37 სკოლას სასწავლო წიგნებით და ნივთებით, რადგან მათ სიღარიბის გამო არ შეეძლოთ შეეძინათ საჭირო ნივთები. გამგეობის გადაწყვეტილებით, თ. ჟორდანიას გაუგზავნეს 18 თუმნის სასწავლო წიგნები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12183 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12183]; წვდომის თარიღი: 2019-10-18