1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ახუთის სკოლის გამგემ, რომ სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდა გამგის თხოვნას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12185 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12185]; წვდომის თარიღი: 2019-10-21