1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანია გამოვიდა წინადადებით, რომ სკოლების ვალი ადგილობრივი საზოგადოებებისთვის ნაწილ-ნაწილ გადაეხდევინებინათ, ან საერთოდ გაეუქმებინათ. ამაზე ნიკო ცხვედაძემ უპასუხა, რომ ვალი მხოლოდ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებს ჰქონდათ და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას უკვე ჰქონდა მიმომოწერა სათანადო დაწესებულებებთან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12201 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12201]; წვდომის თარიღი: 2019-11-19