1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ანასტასია წერეთელმა, რომ ქალთა წრეს, რომელმაც ითავა მომავალ ზაფხულს ბაზრის გამართვა საზოგადოების სასარგებლოდ, ესაჭიროებოდათ 20 თუმანი მასალის შესაძენად. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის გადაეცათ 20 თუმანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12212 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12212]; წვდომის თარიღი: 2019-10-18