1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მომავალი წლისთვის უნდა დაბეჭდილიყო საზოგადოების დავთარი შედარებით პატარა ზომის და იმავდროულად, აუცილებელი რუბრიკების დამატებით, რომელიც მან უკვე შეადგინა და საზოგადოების ხაზინადარ პავლე ყიფიანის მოწონებაც დაიმსახურა. დავთრის დაბეჭდვის თაობაზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს თანხმობა განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12229 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12229]; წვდომის თარიღი: 2019-10-16