ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12230

ფაქტი 12230

1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 1200 ეგზემპლარის გამოცემის საფასური შეუვსებლად 1000 მანეთი, ხოლო შევსების შემთხვევაში 1200 მანეთი იყო. გამგეობამ მაქსიმე შარაძეს სთხოვა, წარმოედგინა წერილობითი ანგარიში, თუ რა დაჯდებოდა ლექსიკონის დაბეჭდვა და ასევე, ანგარიშში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო განცალკევებით ქაღალდის საფასური.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12230; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .