ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12242

ფაქტი 12242

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ შარიქაძემ ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის დაბეჭდვაში მოითხოვა სულ 1281 მანეთი და ასევე განაცხადა, რომ დაბეჭდვამდე კარგი იქნებოდა, თუ გრიგოლ ყიფშიძის აზრს მოისმენდნენ ლექსიკონის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ შემდეგი სხდომისთვის მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას ლექსიკონის დაბეჭდვის თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12242; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .