1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ანასტასია წერეთლისას სურათების ანგარიშში გადასცეს 6 მან., როდონოვის ქვრივს – 2 მან., გ. კოტეტიშვილს წინარეხის სკოლისთვის – 2 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მან., ასევე გასცეს იაკობ გოგებაშვილის სახელით მღვდელ ბესარიონ ფირცხალავასთან წიგნების გასაგზავნი – 1 მან., ვასილ ბეჟანიშვილთან – 1 მან., ანასტასია ხოშტარიასთან – 38 კაპ. და ა. შ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12282 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12282]; წვდომის თარიღი: 2019-11-20