ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12293

ფაქტი 12293

1897 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თომა მთავრიშვილმა უარი განაცხადა სენაკის სკოლის ინსპექტორობაზე, რის შემდეგაც გამგეობამ სენაკის სკოლაში მოახდინა ცვლილებები: 1) მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი გადაიყვანა ბათუმის სკოლაში უფროს მასწავლებლად, ხოლო მიხეილ შარაშიძე სენაკის სკოლაში, 2) ბათუმის სკოლაში დანიშნეს ტერენტი წერეთელი და 3) სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს დაავალეს საზოგადოებისთვის წარმოედგინა სკოლის ანგარიში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12293; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .