1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ცხინვალის ქალთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგმა მარიამ ხიმშიევმა, რომ სკოლის ღარიბი მოსწავლეებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12300 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12300]; წვდომის თარიღი: 2019-11-15