1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ კეთილარის მღვდელმა ფირცხალავამ, რომ დახმარებოდნენ მის მიერ დაარსებულ სამრევლო სკოლას სასწავლო ნივთებით. გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის თანხმობით კეთილარის სამრევლო სკოლას გაუგზავნა სასკოლო წიგნები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12308 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12308]; წვდომის თარიღი: 2019-11-15