1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12310 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12310]; წვდომის თარიღი: 2019-11-15