1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თბილისში 6 თებერვლამდე დარჩენის თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ. გამგეობამ მას უარი განუცხადა და მოუწოდა, მალევე დაბრუნებულიყო სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12314 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12314]; წვდომის თარიღი: 2019-11-15