1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა კრებისთვის ეთხოვათ საზოგადოება გაეთავისუფლებინა იმ ქირისგან, რომელსაც ის ართმევდა ბიბლიოთეკის, წიგნსაცავის, კანცელარიისა და წიგნის მაღაზიის ბინაში. გამგეობამ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა, კომისია, რომელიც განაგებდა ქარვასლის საქმეს, დათანხმებოდა მათ წინადადებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12316 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12316]; წვდომის თარიღი: 2019-11-15