1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მიეცათ თებერვლის ჯამაგირი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და ასევე გააფრთხილა, რომ თუ დროულად არ გამოცხადდებოდა სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად, დაითხოვდნენ სამსახურიდან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12319 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12319]; წვდომის თარიღი: 2019-12-08