1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის შესახებ. ფოტოგრაფიის შემოსავლის შემცირების გამო 8 იანვრიდან გამგეობამ დაადგინა მოსამსახურეთა ახალი შტატები და მათი ხელფასებისა და სხვა ხარჯების ახალი ხარჯთაღრიცხვა – 575 მანეთის ოდენობით. ასევე – იმ პირებს, რომლებიც ახალი შტატების შემდეგ უმუშევრები რჩებოდნენ, მისცემოდათ ერთი თვის ხელფასი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12346 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12346]; წვდომის თარიღი: 2019-10-17