ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12360

ფაქტი 12360

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა ჟურნალი ან გაზეთი, ასევე ცარცი და მელანი, მისი თებერვლის ხელფასიდან 10 მანეთი მისი დისთვის გადაეცათ. გამგეობამ დაადგინა, მასწავლებელს გაგზავნოდა „მოამბე“. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12360; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .