1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა: 1-ლიდან 25 იანვრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1 332 მან. 92 კაპ., გასავალი – 754 მან. 80 კაპ., 1-ელი თებერვლის მდგომარეობით საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი 4 028 მან. 27 კაპ. ქაღალდებით – 11 816 მან. 11 კაპ., სულ – 15 844 მან. 31 კაპ., ასევე სხვა სათადარიგო და საგანგებო თანხები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12364 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12364]; წვდომის თარიღი: 2019-10-19