1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალფრედ პიკარმა, რომ დახმარებოდნენ ბეჭდვის ისტორიის შედგენაში. კერძოდ, საქართველოში ამ საქმის გავრცელების შესახებ ცნობების მიწოდებით. გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილს და დავით კარიჭაშვილს დაავალა შეედგინათ მოკლე ისტორია საქართველოში ბეჭდვის შესახებ, რომელშიც მათ დახმარებას გაუწევდა გრიგოლ ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12365 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12365]; წვდომის თარიღი: 2019-10-15