1897 წლის 18 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს, არალის და ვალეს მოსახლეობამ, რომ მათთვის გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იქნებოდნენ: სიმონ ბალახოვი, გრიგოლ აღოშევი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი ზაალიშვილი და პეტრე აღოშევი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უდეში გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა მთავრობის ნებართვით, ასევე დაემტკიცებინათ სამზრუნველოს წარმოდგენილი წევრები და სამკითხველოს მოსაწყობად სამზრუნველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12368 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12368]; წვდომის თარიღი: 2019-10-18