1918 წლის სექტემბერში კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე საბჭომ საპარლამენტო ენის შესახებ წინა სხდომაზე მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, ოფიციალურ სახელმწიფო ენად ქართული აღიარეს, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს საბჭოში დედაენაზე გამოსვლის უფლება მისცეს.

წყარო: ერთობა, 1918 | 28 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1238 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1238]; წვდომის თარიღი: 2019-09-21