ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12385

ფაქტი 12385

1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძის იუბილეს გასამართავად შექმნილმა კომიტეტმა, რომ დროებით ესესხებინათ 30 თუმანი სალიტერატურო ფონდიდან, რომელსაც დაუბრუნებდნენ იუბილეს გამართვის შემდეგ. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12385; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .