ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12391

ფაქტი 12391

1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობამ შუამდგომლობა გაუწიოს კავკავის სკოლას ეკლესიის აშენების ნებართვისათვის. გამგეობამ ნებართვის მოსაპოვებლად თერგის ოლქის სახალხო სკოლის დირექტორს მიმართა და საქმის წარმოება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტიტე კახიძეს და იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12391; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .