ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12392

ფაქტი 12392

1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მიხეილ საბინინმა, რომ გაეგზავნათ მისთვის „საქართველოს სამოთხის“ კლიშეებისთვის 600 მანეთი და თან გამგეობას წარუდგინა სურათების 2 ნიმუში. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა კონსტანტინე მესხიევისთვის, გრიგოლ ტატიშვილისთვის და ალექსანდრე როინაშვილისთვის ეჩვენებინა ნიმუშად წარმოდგენილი სურათები და მათი აზრი შეეტყობინებინა საზოგადოებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12392; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .