1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თიანეთის, ქუთაისის, სენაკის და გომარეთის სკოლების 1897 წლის ანგარიში. გამგეობამ დაადგინა, რომ საჭირო ცნობები ჩაეწერათ საზოგადოების ანგარიშში და ასევე თიანეთის სკოლის მასწავლებლისთვის მოეთხოვათ პასუხი, თუ რატომ არ აცნობა გამგეობას სკოლიდან მოსწავლეების დათხოვნის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12397 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12397]; წვდომის თარიღი: 2019-10-15