1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მოახსენა ალექსანდრე როინაშვილის, კონსტანტინე მესხიშვილის და გრიგოლ ტატიშვილის მოსაზრება მიხეილ საბინინის გამოგზავნილი სურათების ნიმუშების შესახებ. გამგეობამ მ. საბინინს სთხოვა, კიდევ გამოეგზავნა სხვა კლიშეების სურათებიც და თან ხარჯის დასაფარად მას 20 თუმანი გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12404 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12404]; წვდომის თარიღი: 2019-11-20