1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა, რომ გაუგზავნონ სკოლის ბიბლიოთეკისთვის და მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო წიგნები, ასევე ხულოს სკოლის მასწავლებელ ა. მგელაძეს გაუგზავნონ სასწავლო წიგნები. გამგეობამ განაცხადა, რომ ისიდორე რამიშვილისთვის მოეთხოვათ საჭირო წიგნების სია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12407 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12407]; წვდომის თარიღი: 2019-11-20