20 იანვრის განცხადება იუწყება, რომ 21 იანვარს, სამშაბათს, საღამოს 8 საათზე დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც, გარდა სხვა საკითხების განხილვისა, აირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს (ამხანაგს). განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი, ტექსტის წაკითხვას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12435 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12435]; წვდომის თარიღი: 2019-11-22