1885 წლის 22 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს – საზოგადოების ნამდვილ წევრს 1879 წლიდან და უმორჩილესად სთხოვს გადაიხადოს 1885 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მასზე დაკისრებული საწევრო 6 მანეთი. შეტყობინებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და საქმის მწარმოებელი ნიკო მთვარელიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12441 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12441]; წვდომის თარიღი: 2019-10-14