ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12448

ფაქტი 12448

1886 წლის 12 სექტემბერს პარმენ გიორგის ძე ჯავრიშვილი ჯავახეთის ახალქალაქიდან გამგეობას უგზავნის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ აკრეფილ საწევრო თანხასა (23 მან.) და გადამხდელ პირთა სიას: შტაბსკაპიტანი მიხეილის ძე მუსხელიშვილი (6 მან.), „ნადვორნი სოვეტნიკი“ სვიმონ ალექსანდრეს ძე ლარნერი (5 მან.), ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (6 მან.), ვასილ იოსების ძე ორბელიანი (6 მან.). საზოგადოების საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი ამავე ბარათზე სათანადო წარწერითა და ხელმოწერით ადასტურებს ფულის მიღებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12448; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .