1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან ნიკო მთვარელიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას ურჩევს, რომ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის გამოცემის წინასიტყვაობისა და მეფის ბიოგრაფიის დაწერა სთხოვონ დიმიტრი ბაქრაძეს – ისტორიასა და იურისპრუდენციაში ზედმიწევნით განსწავლულ მეცნიერს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12473 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12473]; წვდომის თარიღი: 2019-08-23