1886 წლის 10 თებერვლის განცხადება იუწყება, რომ ოთხშაბათს, 12 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გაიმართება საზოგადოების წევრთა კრება, რომელიც, წინა კრებაზე აღძრულ საკითხთა გარდა, განიხილავს ბატონ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის მიერ წარმოდგენილ „საღმრთო ისტორიას“. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12474 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12474]; წვდომის თარიღი: 2019-11-13