ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12476

ფაქტი 12476

განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრებს აცნობს 4 თებერვლის საღამოს 7 საათზე დანიშნული კრების დღის წესრიგს, სახელდობრ: სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოხსენებას მაჰმადიან მოსწავლეთა მიერ სწავლაზე გულის აცრუების შესახებ და ასევე – ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სარჩელის განჩინებებს. განცხადებას ხელს აწერენ: ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ნიკო ცხვედაძე, გიორგი იოსელინი, გიორგი ქართველიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ალექსი მირიანაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12476; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .