1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორის თხოვნა, რომ გამგეობას 20 ცალი „დედაენა“ და 40 რვეული გაეგზავნა ახალციხის მაზრის სოფლების – აწყურის, ძველის, მუქახის, ტოლუშის და კობაშენის – სკოლებისთვის. წიგნებისა და რვეულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 მანეთს. ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12562 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12562]; წვდომის თარიღი: 2019-10-19