1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების 1899 წლის იანვრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ სახალხო ბიბლიოთეკას შემოუვიდა 58 მან. 60 კაპ., დაიხარჯა 48 მან. 60 კაპ., დარჩა 45 მან. 85 კაპ., II სახალხო ბიბლიოთეკას შემოუვიდა 10 მან. 10 კაპ., დაიხარჯა 25 მან. 10 კაპ., დარჩა 10 მან. გამგეობამ დაადგინა, აღნიშნული ანგარიში ჩაეწერათ საზოგადოების ჟურნალში. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12806 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12806]; წვდომის თარიღი: 2019-10-23