1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფიის საქმეების წარმართვა მათი საზოგადოებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა და მისი წინადადებით, ფოტოგრაფიის შენობა და ინვენტარი იჯარით უნდა გაეცათ. ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ უპასუხა, რომ იჯარით გაცემის საჭიროება არ იყო, საზოგადოების საქმეების გაფართოება კარგი იქნებოდა და შტატიც გაიზრდებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12828 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12828]; წვდომის თარიღი: 2019-09-17