1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ალექსანდრე ჭყონიამ და ალექსანდრე მიქაბერიძემ – ბათუმის სკოლა მოინახულეს. მათი მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მაჰმადიანი მოსწავლეები ოდნავ ჩამორჩებოდნენ დანარჩენებს. მათ სკოლის სამზრუნველო გააფრთხილეს, რომ ყველა ღონე ეხმარათ მაჰმადიანთა სწავლის გასაუმჯობესებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12871 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12871]; წვდომის თარიღი: 2019-08-21