1919 წლის 30 ოქტომბერს დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილემ N 81 ბრძანებით, მასწავლებელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიანიჭა და 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ალექსანდრე ბარნოვის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12885 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12885]; წვდომის თარიღი: 2019-11-19