1899 წლის 23 თებერვალს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების აწყურის სკოლის მასწავლებელი-გამგე გრიგოლ ჭინჭველაძის თხოვნა 40-40 „დედაენის“, „რუსკოე სლოვოს“, ნატროშვილის „არითმეტიკული კრებულის“, წერის დედნის, 80 რვეულის, 20-20 ღამბაშიძის „ჟამნისა“ და „ლოცვანის“ გამგეობისგან გაგზავნის შესახებ. გამგეობამ არ დაკმაყოფილა თხოვნა, რადგან სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნაში აწყურის სკოლაც იყო გათვალისწინებული. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12920 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12920]; წვდომის თარიღი: 2019-12-06