ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13041

ფაქტი 13041

1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქართული გიმნაზიის მოსწავლეების თხოვნა, მათი მეგობრის, მ. ხუხუნაიშვილისთვის, დახმარების შესახებ. კრებაზე გადაწყდა, ხუხუნაიშვილისთვის ძმები ზუბალაშვილების დაწესებული სტიპენდიების მორჩენილი ნაწილიდან 25 მანეთი მიეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13041; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .