ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1882 წლისთვის დაამტკიცა შემდეგი ხარჯთაღრიცხვა: პრემიებისთვის – 250 მან., სტიპენდიებისთვის – 780 მან., თბილისის სკოლისთვის – 294 მან., ბიბლიოთეკისთვის – 400 მან., კანცელარიის შენობის ქირისთვის – 200 მან., ახალი სკოლის დასახმარებლად – 1000 მან., სკოლებში გასაგზავნი წიგნებისა და ნივთებისათვის – 500 მან., მგალობლებისთვის – 120 მან., წიგნების დასაბეჭდად – 1500 მან., მდივნის ხელფასისთვის – 600 მან., მოულოდნელი ხარჯისთვის – 500 მან. სულ 9044 მან., ბათუმის სკოლის სახლის ასაგებად – 3000 მან. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13048 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13048]; წვდომის თარიღი: 2019-10-21