ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების აზრით, ბიბლიოთეკები უნდა აღჭურვილიყო კარგი ქართული წიგნებით, რომლებიც ხალხისთვის წასაკითხად გამოდგებოდა და მასწავლებლებისთვისაც საჭირო იქნებოდა. დადგენილებას ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე და იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13050 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13050]; წვდომის თარიღი: 2019-10-14