ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13053

ფაქტი 13053

1905 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენების მიხედვით, 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. შემოსავალ-გასავლის ნუსხაც აღრიცხული იყო იმ დავთრების თანახმად, რომელსაც გამგეობა აწარმოებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13053; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .