1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა ახალქალაქის მაზრის სკოლას დაეხმარა, 330-მდე სასწავლო და საკითხავი წიგნი გაუგზავნა. როგორც ამავე სკოლის მასწავლებლის წერილებიდან ჩანდა, სკოლაში ქართული წიგნები არ მოიპოვებოდა და იძულებულები იყვნენ ქართველი მოსწავლეებისთვის წერა-კითხვა ხელნაწერი ანბანით ესწავლებინათ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13063 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13063]; წვდომის თარიღი: 2019-10-14