1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ თბილისის სკოლის გაუქმება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემდეგ მოსაზრებას: საზოგადოების მმართველობამ თბილისში სკოლა იმიტომ დაარსა, რომ ქალაქში არ იყო არც ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც ხალხის სწავლისადმი მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. 1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე კი ქალაქის მმართველობამ გახსნა ორი უფასო სახალხო სკოლა ქართველთათვის და შემოიტანა ისეთი პროგრამა, როგორიც „საზოგადოების“ სკოლაში იყო, „დედა ენას“ მიანიჭა ისეთი მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც ჰქონდა „საზოგადოების“ წესდების მესამე მუხლის ძალით. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13067 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13067]; წვდომის თარიღი: 2019-10-14