ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13128

ფაქტი 13128

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო კარიჭაშვილი მოსკოვის უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის მსმენელი იყო. მას ორი 8 კლასი ჰქონდა დამთავრებული: ერთი – თბილისში, მეორე – გორში, სხვადასხვა სპეციალობით. ნინო კარიჭაშვილი მე-8 საზოგადოებრივი განვითარების კლასში უმაღლესი კურსების სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად სწავლობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13128; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .