ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13137

ფაქტი 13137

1920 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა ილ. ლორთქიფანიძემ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 27 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა. ასევე, ითხოვა ნებართვა გიმნაზიის მასწავლებლისთვის ნ. ნ. ბარანოვსკისთვის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 1600 მანეთი გამოეყო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13137; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .